მიხეილ გიორგაძე ქართული სპექტაკლების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სხვადასხვა ქვეყნის თეატრის კრიტიკოსები, ფესტივალის პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
Georgian ShowCase – ქართული სპექტაკლების პროგრამა, ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით სტუმრობენ.
2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრამა, ამ დროისთვის, 12 თეატრის 13 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს შოუქეისზე წარდგენილი ის 7 პრემიერა, რომლებიც 5 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის სხვადასხვა თეატრში გაიმართება.
წელს ქართული სპექტაკლების სანახავად ჩამოდის 73 სტუმარი შემდეგი ქვეყნებიდან: ჰოლანდია, ყაზახეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიტვია, რუსეთი, ომანი, ირანი, საბერძნეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ბელგია, ლატვია, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, ჩეხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ალჟირი, შვედეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, ინდოეთი, იაპონია, ნიგერია, სერბეთი, ჩინეთი.
ქართული შოუქეისი ერთგვარი თეატრალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები