მცხეთაში ნადირობის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროს (სამი ფაქტი) და სოფელ ჩარდახის (ერთი ფაქტი) მიმდებარედ მინდვრებში სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველზე შესაბამისი მოსაკრებელი ქვითრის გარეშე.