„რჩეულიშვილს კი არ უნდა ამღერებდნენ, ბორკილებს უნდა ადებდნენ“

„ნორმალურ ქვეყანაში რჩეულიშვილს ამღერებდნენ კი არა, ბორკილებს დაადებდნენ“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ- დასავალი“ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიაში „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები ვახტანგ რჩეულიშვილის წინააღმდეგ გამოდიან და პროექტში „ორი ვარსკვლავი“ მის მონაწილეობას აპროტესტებენ.
ია ღონღაძე, რომელიც „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დაზარალებულია, ამბობს, რომ მას ბინა 2008 წელს უნდა ჩაბარებოდა. თუმცა დღემდე უსახლკაროდ არის. მისი თქმით, კომპანია „ცენტრ-პოინტმა“ უამრავი ხალხი დააზარალა, ზოგი ნერვიულობის გამო გარდაიცვალა კიდეც.
„თაღლითური კომპანიის შემოქმედი, ვარსკვლავად წოდებული ვახტანგ რჩეულიშვილი თავისი ასაკისათვის შეუფერებელი კეკლუცობით ტელეეთერიდან გვიმღერის! მის უკან მდგომი ათაიათასობით ადამიანი კი ტირის. მხოლოდ მაშინ ვიქნებით ბედნიერები, რჩეულიშვილს ტელევიზიის სტუდიაში კი არა სასამართლოში განსასჯელის სკამზე რომ დავინახავთ“, – აცხადებს ია ღონღაძე. კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ის დიდი ხანია უკვე დამცირებული და განადგურებულია. „რჩეულიშვილი მღეროდეს და ჩვენ ქუჩაში ვიყოთ? ეს სად წერია?! არც ცეკვა – თამაშს იკლებენ და არც სიმღერას! პროექტის ხელმძღვანელი დამპირდა- ვეცდები, რჩეულიშვილი კონკურსის ფინალამდე არ მივიყვანოო, მაგრამ ისე იმღერა, მგონი ფინალამდე ისედაც ვერ მიაღწევს!“ – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები