ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უფლებამოსილება შეიჩერა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დროებით უფლებამოსილება შეიჩერა. დავით დვალს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცემაში ადანაშაულებს. დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. როგორც მან განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, ტყუილია.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ის იმ დრომდე ტოვებს თანამდებობას, სანამ გამოძიება არ დასრულდება. „სრული სიცრუეა ჩემის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ეს არ ყოფილა, ეს არის ბლეფი, ავანტიურა. მიუხედავად ამისა, გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი მაღალი თანამდებობის სტატუსიდან გამომდინარე, რომ არ გაჩნდეს განცდა იმისი, მე შეიძლება ზემოქმედება მოსახდინო პროცესებზე და გამოძიებაზე, მივიღე გადაწყვეტილება და ვიჩერებ უფლებამოსილებას გამოძიების დასრულებამდე. ჩემს მოვალეობას კი შეასრულებს ნიკოლოზ ლატარია“,- განაცხადა დვალმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.