დედამ ახალშობილი სამშობიაროს ტუალეტის ფანჯრიდან გადააგდო

დედამ ახალდაბადებული შვილი სამშობიაროს ტუალეტის ფანჯრიდან გადააგდო,- ამ ისტორიით იწყებს გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას, სადაც საუბარია 2009 წლიდან დღემდე მიტოვებულ ბავშვთა სტატისტიკასა და მათ ისტორიებზე. ერთ- ერთი ამბავი ასეთია: დედამ ახალდაბადებული შვილი სამშობიაროს ტუალეტის ფანჯრიდან გადააგდო. ბავშვი გადარჩა. სასამართლოს კი მშობლის უფლება არ ჩამოურთმევია, რადგან დედამ განაცხადა, რომ ის აფექტურ მდგომარეობაში იყო. თუმცა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ქალბატონი ციხეში რამდენიმე წლით მოხვდა.
თავის დროზე აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა დედამ, ციხეში ყოფნისას შვილი აღარ მოიკითხა.
არადა, სოციალურ მუშაკს მისი მიყვანის შესაძლებლობა ჰქონდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგაც, ბავშვის ბედით არ დაინტერესებულა. ეს კი, ობიექტური გარემოების მიხედვით, მშობლის უფლების ჩამორთმევის წინაპირობა გახდა. მშობლის ციხიდან გამოსვლის 2 წლის თავზე, ბავშვს მიტოვებულის სტატუსი მიენიჭა და დაიწყო მისი გაშვილების პროცედურა. ბავშვი ჯერაც არ გაშვილებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები