ნოდარ ჯავახიშვილი: საქართველოს ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს

საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, ზოგადად, მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგან ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა “თბილისი მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრეზენტაცია მინისტრმა გახსნა და უწყების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ეხება.
როგორც მინისტრმა პრეზენტაციისას აღნიშნა, საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, 2015 წლის მარტში დაიწყო.
“საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, ზოგადად, მსოფლიოს, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს. ჩვენ მსოფლიო ბანკის დახმარებით შევქმენით სპეციალური ჯგუფი, სადაც მსხვილი ექსპერტებიც მონაწილეობენ. შემუშავებულია სტრატეგია და ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის 5-წლიანი გეგმა, რომელშიც კონკრეტული ღონისძიებები გაიწერება. სწორედ აღნიშნულ სტრატეგიასა და გეგმაზე სამსჯელოდ შევიკრიბეთ დღეს”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები