საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების ბიურის ხელმძღვანელის დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 7 ოქტომბრიდან არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.
როგორც „კვირას“ დოდო გვაზავამ განუცხადა, არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს. „დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთში 30 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი 25 გრადუსი იქნება. 7 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ჰაერის ტემპერატურა კი რამდენიმე გრადუსით დაიკლებს“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.