თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ბრისტოლის მუნიციპალური სპორტკომპლექსის შენობა დაათვალიერეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა ბრიტანეთში ვიზიტისას, ქალაქ ბრისტოლის მუნიციპალური სპორტკომპლექსის შენობა დაათვალიერეს და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ 4 საცურაო აუზი, 3 სათამაშო არენა, კლდეზე ცოცვის და სხვადასხვა გუნდური სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები დაათვალიერეს.
სპორტკომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ცენტრში მოქმედებს ბავშვთა გასართობი ოთახი, სადაც მშობლებს ვარჯიშის პერიოდში ბავშვების აღმზრდელებთან დატოვების შესაძლებლობა ეძლევათ.
წლიური აბონემენტი ულიმიტოა და 350 ფუნტი -სტერლინგი ღირს, რაც ბრიტანეთის ფასებთან შეფარდებით სიმბოლურია.
სპორტკომპლექსის მშენებლობა 25 მილიონი ფუნტი-სტერლინგი დაჯდა და ამისათვის მუნიციპალიტეტმა 10 – წლიანი სესხი აიღო.