დღეს ე.წ. კორტების საქმის განხილვა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დღეს პროცესი გაიმართება.
საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
ბრალდებულთა ადვოკატებს დასაკითხ პირთა საკმაოდ ვრცელი სია აქვთ. ისინი, ასევე, გეგმავენ სასამართლოს წარუდგინონ ის მოწმეები, რომელთა დაკითხვაზეც სახელმწიფო ბრალდებამ უარი თქვა.
აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა პროკურატურამ უკვე დაასრულა. დაცვის მხარეს კი სასამართლოსთვის საკუთარი არგუმენტების წარსადგენად ერთ თვეზე ნაკლები აქვს.
ბრალდებულთათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ვადა 3 ნოემბერს იწურება. თუკი მოსამართლე ამ დრომდე განაჩენს არ გამოიტანს, ბრალდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებენ და სასამართლო განხილვის დასრულებას თავისუფლების პირობებში დაელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები