მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი სახლში გადაასვენეს

დუშეთის რაიონის სოგელ გრემისხევში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი გვიან ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს. 33 წლის ჯარისკაცს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ჯარისკაცის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს გარდაცვლილს ეძინა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილის ოჯახს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები