გიორგი მღებრიშვილი:”რუსთავი 2″-ის მხარდამჭერ აქციაზე აშკარა ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა ადგილი

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ორი დღის წინ ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართულ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე აშკარა ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ ამიტომ პოლიტიკურ დაკავებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

“მე მგონი, ძალიან ადვილია იმის შეფასება, პოლიტიკურია თუ არა ეს დაკავება, გამომდინარე იქიდან, თუ რა ვითარებასაც ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ იქ არანაირ პოლიტიკურზე არ შეიძლება საუბარი, აშკარა ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მე პირადად ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბრის აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს. შედეგად სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები