კრწანისის მაჟორიტარობისთვის ხათუნა ბერძენიშვილი იბრძოლებს
კრწანინის რაიონში „ნაციონალური მოძრაობიდან“ დედაქალაქის საკრებულოს წევრობისთვის კრწანინის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი იბრძოლებს. ბერძენიშვილი მაჟორიტარ დეპუტატად უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ წარადგინა. „ჩვენ არ გვინდა გაჩერებულ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ თითოეული თბილისელის ოჯახში შევალთ და ვეცდებით, დავარწმუნოთ ჩვენი იდეებისა და ღირებულებების სისწორესა და სიმართლეში. გამოვიყვანოთ ისინი ოცნების ილუზიებიდან და ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება“, – განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა.