კახა კალაძე: რთული გამოწვევებია და მე დარწმუნებული ვარ, ლევანი გაართმევს თავს

ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა და მას გამარჯვება მიულოცა.
“ვულოცავ ლევანს გამარჯვებას. ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ფეხბურთი. ძალიან რთული გამოწვევებია და მე დარწმუნებული ვარ, ლევანი გაართმევს თავს. ჩვენ დაველოდებით მის პროგრამას. არსებობს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია, შევხვდებით და დავიწყებთ ფიქრს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ფეხბურთის განვითარებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები