გურიის და რაჭის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტები ყრილობის დელეგატის სტატუსით ვერ ისარგებლებენ

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფარული კენჭისყრის შედეგების მიხდვით, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე და რაჭის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გია შარაბიძე ყრილობის დელეგატის სტატუსით ვერ ისარგებლებენ. კენჭისყრაზე საკითხს 15 – მომხრე და 17 – წინააღმდეგი, ჰყავდა. გადაწყვეტილებას კობიაშვილის მომხრეები ტაშით შეხვდნენ – გარეთ შეკრებილები კი “კობი! კობი!-ს” შეძახილებით.
რამდენიმე წუთში ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების პროცედურა დაიწყება, სადაც საბოლოოდ, ყრილობის დელეგატების გადაწყვეტილებით, ფედერაციის არჩევნებზე პრეზიდენტს 33 დელეგატი აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები