ტოვებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი ვაშაძე
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ განუცხადა. მისი თქმით, გიორგი ვაშაძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება და რამდენიმე დღეში დაბრუნდება საქართველოში.
გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება პარტიაში კარგა ხანია არსებობს.
“ვაშაძე ამბიციურია და პრაიმერში მელიასთან დაპირისპირებაზე უარის თქმის მიუხედავად, ის ჩრდილში დიდხანს არ დარჩება. მელიასთან პრაიმერში წაგების შემთხვევაში ის აუცილებლად წავიდოდა პარტიიდან. წასვლამდე კი იტყოდა რომ, ის ცვლილებების და განახლების მომხრე იყო, თუმცა არ გამოვიდა. თუმცა, როგორც ჩანს, ვაშაძემ ჩათვალა, რომ წასვლა ჯერ ადრეა.პოლიტიკურ ჰორიზონტზეც საინტერესო ჯერ არავინ ჩანს. ირაკლი ალასანია იყო ერთი და ისიც გაჩერებულია”, – წერს გამოცემა.