ლევან კობიაშვილი დელეგატთა ნაწილს დროულად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს

მათ დიდი ხანია უნდათ არჩევნების ჩაშლა. მოვუწოდებ, გამოვიდნენ და დარეგისტრირდნენ, – ასე მიმართავს ლევან კობიაშვილი დელეგატთა იმ ნაწილს, რომელთაც ჯერაც არ გაუვლიათ რეგისტრაცია.

როგორც კობიაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ყრილობის მონაწილეები პატივს არ სცემენ არც არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს და არც ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი დღეა მათი ოთახიდან გამოსვლას ელოდებიან.

„მთელი დღეა ველოდებით, როდის გამოვლენ ოთახიდან დარჩენილი დელეგატები და დარეგისტრირდებიან. ისინი არავის სცემენ პატივს, არც დამსწრე საზოგადოებას, არც ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი დღეა მათ გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათ არჩევნების ჩაშლა სურთ და ეს აქამდეც სურდათ. მე არ მაქვს პრობლემა, ჩაანაცვლონ ის დელეგატი, ვისითაც უნდათ. მთავარია, გამოვიდნენ, დარეგისტრირდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები