“რაც ხდება, არ არის ნორმალური” – კახა კალაძე სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

ფეხბურთის ფედერაციის დელეგატობა, არ ნიშნავს, რომ სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლება არ აქვთ, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილი დელეგატის , გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველები და სასამართლო კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

“ადამიანი ვინც აშავებს, ნარკოტიკებს მოიხმარს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ არის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი, სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლება არ აქვთ. ისინი კანონის ფარგლებში მოიქცნენ და კანონის ფარგლებში გათავისუფლდა სასამართლოს მიერ”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კალაძის შეფასებით ეს არანორმალური პროცესია.

“გასაგებია, რომ როდესაც საქმე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევას ეხება, ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. ფეხბურთი ძალიან უყვართ და მე ვფიქრობ გასაგებია ეს ყველაფერი, რაც ხდება”,- განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც სასტუმროს ის დარბაზი, სადაც UEFA-ს ვიცე პრეზიდენტთან და სპორტის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა, უკვე დატოვა.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ფედერაციის წარმომადგენლები კალაძეს არჩევნებში შესაძლო ჩარევაში ადანაშაულებდნენ, ვიცე-პრემიერმა მოკლედ უპასუხა: “ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები