ლევან კობიაშვილი: ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე ყრილობაზე

ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე ყრილობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ჰოლიდეი ინში” დღევანდელი არჩევნებისთვის უამრავი ადამიანი მივიდა.
“ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე. აქ უამრავი ადამიანია და რა ვიცი, სტატუსით იმყოფება”, – განაცხადა კობიაშვილმა.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები