გეგა გობეჯიშვილი სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ცოტა ხნის წინ სასამართლოდან გათავისუფლებული სფფ-ის ყრილობის დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მაგიერ სხვა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ხმასაც ის მისცემს.
აღსანიშნავია, რომ გობეჯიშვილის ორგანიზმში სუბოტექსის არსებობა ექსპერტიზამ დაადასტურა, თუმცა, დასკვნას თავად გობეჯიშვილი კატეგორიულად უარყოფს.
გუშინ სფფ-ის ყრილობის დელეგატი და რევაზ არველაძის მხარდამჭერი, გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები