გეგა გობეჯიშვილი: არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და რეზის ვუჭერ მხარს

საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის განცხადებით, ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც პატიმრობიდან გათავისუფლებული გეგა გობეჯიშვილი აცხადებს, ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში რეზი არველაძეს უჭერს მხარს.
„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და რეზის ვუჭერ მხარს“,- განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული გობეჯიშვილი სასტუმრო “ჰოლიდე ინნ”-ში უკვე მივიდა. ის იმ ოთახში იმყოფება, სადაც რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატები არიან შეკრებილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები