“არის რაღაც ჯგუფი, რომელსაც ჰგონია, რომ სულ ფედერაციაში უნდა მუშაობდნენ“
ტელეკომენტატორ ლევან სალუქვაძე ვერ ხედავს პრობლემაში იმაში, რომ 8 წლიანი მუშაობის მერე ფეხბურთის ფედერაციაში ვინმე შეიცვლება.
“არის რაღაც ჯგუფი, რომელსაც ჰგონია, რომ სულ ფედერაციაში უნდა მუშაობდნენ. ლევან კობიაშვილმაც თქვა, იქ ბევრი პროფესიონალიაო. კი მაგრამ, ასე თუა, მარტო სიჭინავა აფუჭებდა საქმეს? ვერ გავიგე, რა პრობლემაა, 8-წლიანი მუშაობის მერე ვინმე თუ შეიცვლება? ვერ აკეთებ? წადი!“ – განაცხადა სალუქვაძემ “პირველი TV”-ის ეთერში.