„ფედერაცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სუბიექტების რაოდენობა გაზარდოს“

ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული რთული ვითარება, იმ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც 24 კლუბი სუბიექტად არ მიიღო. როგორც მამულაშვილმა “პირველი TV”-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი სუბიექტებად კლუბების არგაწევრიანებაა.
“საფეხბურთო სამყაროში როდესაც არ იღებ 24 კლუბს, გასაგებია, რომ მათ შორის ბევრს შესაძლოა პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს იწვევს დაძაბულობას. დაძაბულობას იწვევს ისიც, რომ გარკვეული წესდების დარღვევა ხდება. ეს კონკრეტულად ამ ადამიანების უბედურება კი არ არის, ეს ქართული ფეხბურთის უბედურებაა. ჩვენ საბჭოთა სისტემა ვერ შევცვალეთ. UEFA-მ 2 დღეში თუ მოახდინა რეაგირება კლუბების წერილზე, აქ რეაგირებაზე კი არა, კანონის აღსრულებაზეა საუბარი. როდესაც ზვიად სიჭინავა პრეზიდენტად მოვიდა, მან ჩემთვის იშვიათად მოსაწონი რამ თქვა, რომ მას სურდა ფედერაციის სუბიექტების გაზრდა, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. კლუბები ამ ჩემპიონატის მონაწილეები არიან და ფედერაცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სუბიექტების რაოდენობა გაზარდოს. სხვაგვარად, ვინც არ უნდა მოვიდეს, სისტემის შენარჩუნების მცდელობა იქნება”, – აღნიშნა მერაბ მამულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები