გეგა გობეჯიშვილის ხმა, რომელიც სასამართლომ გაათავისუფლა, სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება

ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებული სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლების მქონე, გეგა გობეჯიშვილი, სამოქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ არველაძის გუნდის წევრის, გობეჯიშვილის ხმა იქნება დღეს გადამწყვეტი, რადგან წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: გეგა გობეჯიშვილის გარდა, არსებული 34 დელეგატიდან 17 ხმას აგროვებს ლევან კობიაშვილი და 17 ხმას რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელიას კი, სავარაუდოდ, ხმას არავინ მისცემს.
არჩევნებში გამარჯვებისთვის 18 ხმა საკმარისია. რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატებს შორის მოიაზრებიან რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატები, რომელთა დელეგატობის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვენ. მათი თქმით, ამ ფედერაციების დელეგატებად დაინიშნენ კლუბების პრეზიდენტები, რაც ინტერესთა კონფლიქტია და დარღვევაა. იმ შემთხვევაში თუ დღეს არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდა, ყრილობა დებულების მიხედვით უახლოეს 24 საათში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები