ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები შესაძლოა, ხვალისთვის გადაიდოს

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჯერაც არ ჩატარებულა.
ყრილობა, რომელიც დღეს დილით, 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ქვორუმის არარსებობის გამო ჯერაც არ დაწყებულა.
როგორც სფფ-ის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა, რეზო შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს 00:00 საათამდე თუ არ ჩატარდა არჩევნები, სავარადუდოდ, ხვალისთვის გადაიდება.
“ყრილობა თუ გადაიდო დღეს, უნდა ჩატარდეს ხვალ, თუმცა, ხვალაც აუცილებელი იქნება ქვორუმი. ჯერ ისევ მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ დღეს არ ჩატარდა, ხვალ ჩატარდება”, – განაცხადა შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები