„გამოსავალი ერთია – უნდა ჩატარდეს არჩევნები“

„მსოფლიო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველი ლაშა თაბაგარი არ მიესალმება მხარეების ბანაკებად დაყოფას და დაპირისპირებას.
როგორც თაბაგარმა “პირველი TV”-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის რაც დღეს ხდება, სირცხვილია.
“ქვეყანამ ჩაატარა საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ფედერაციის არჩევნების ჩატარება და პრეზიდენტის არჩევა რა გახდა?! არ მივესალმები ვიღაცეების ბანაკებად დაყოფას და დაპირისპირებას. ჩემი აზრით უმჯობესია, რომ ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ქართული ფეხბურთის სიკეთე თუ უნდათ, ეს ნაბიჯი გადადგან. დაპირისპირებას კარგი არაფერი არ მოაქვს. სირცხვილია ის ფაქტი, რომ ერთი ოთახიდან მეორეში გადადიან მოლაპარაკებებისთვის, რათა შედგეს ქვორუმი და არჩევნები ჩატარდეს. რა გადაუჭრელი პრობლემა გახდა ეს არჩევნები. გამოსავალი ერთია – უნდა ჩატარდეს არჩევნები და გამარჯვებული ვინც გახდება, ის უნდა მიიღოს საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო საზოგადოებამ”, – აღნიშნა ლაშა თაბაგარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები