საქალაქო სასამართლოში გეგა გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გობეჯიშვილს დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დელეგატის სტატუსით მონაწილეობა უნდა მიეღო.
შეგახსენებთ, გეგა გობეჯიშვილი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. ის დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.