„რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს ჩაითვალოს ზეწოლად“ – ცობეხია არველაძის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოების“ წარმომადგენელი გიორგი ცობეხია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ დელეგატთან დაკავშირებით რევაზ არველაძის განცხადება სასამართლოზე, ზეწოლის მცდელობა იყოს.
ცობეხიას თქმით, სასამართლოს კომპეტენციაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გეგა გობეჯიშვილის საქმესთან დაკავშრებით, ამიტომ მსგავსი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„ბუნებრივია, ეს არის სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში. მასზე ზეწოლა დაუშვებელია. ზოგადად, ეს არის მანიპულირების კიდევ ერთი მცდელობა, რასაც მიმართავს ბატონი რეზი არველაძე არჩევნებში. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს ჩაითვალოს ზეწოლად“, – განაცხადა ცობეხიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები