ზუგდიდში მაღაზიის ქურდობის პროცესში მძარცველებმა შოკოლადები ჭამეს და ნატურალური წვენები დალიეს

ზუგდიდი – ანაკლიას ცენტრალურ გზაზე, სუპერმარკეტი გაქურდეს. ქურდებმა სუპერმარკეტში შესვლა დიდი ზომის მინის ჩამსხვრევის შემდეგ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტიდან სასმელები, სიგარეტი და ნავაჭრი ფულია წაღებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ მაღაზიაში საკვების ნარჩენები იყო დატოვებული. ქურდებმა, ქურდობის პროცესში შოკოლადები ჭამეს და ნატურალური წვენები დალიეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, საქმე 177- ე მუხლით აღიძრა რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები