საქართველოს პრეზიდენტი ევრაზიელ ებრაელ თემთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის (NCSEJ) აღმასრულებელ დირექტორს მარკ ლევინსა და გაერთიანებაში შემავალი მძლავრი ებრაული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას.
აღინიშნა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში.
„როდესაც ჩვენს მეგობრებს ვხვდებით საქართველოდან ყოველთვის თბილი და სტუმართმოყვარე შეხვედრა გვაქვს ორივე მხრიდან. ეს იყო ჩვენი პირველი შესაძლებლობა გვქონოდა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო.
განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის და რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ აშშ-ს კონგრესში იმსჯელეს – თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი“,- აღნიშნა მარკ ლევინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კოალიცია აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში მცხოვრები ებრაელების უფლებათა და ინტერესთა დაცვას ემსახურება.