არველაძის ხმის უფლების მქონე გუნდის წევრები სხვა დელეგატებზე ზემოქმედებაში ამხილეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დაწყება კვლავ ფერხდება.
სასტუმრო ჰოლიდეი ინში შეკრებილ მოქმედი ფედერაციის კანდიდატის რევაზ არველაძის გუნდის წევრები, დელეგატებსა და ყრილობის წარმომადგენლებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ქუჩის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი და არჩევნებში ხმის უფლებით მოსარგებლე გიორგი ხაჩიძე რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატების მიმართ ზეწოლაში ამხილეს, რასაც კობიაშვილის გუნდის წევრების აღშფოთება და პროტესტი მოყვა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების უმრავლესობა, რომლებიც სფფ-მ დელეგატებად არ დაარეგისტრირა ასეთ ვითარებაში, არველაძის გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატის დატოვებით იმუქრებიან. თავის მხრივ არველაძე ნარკოტიკული საშუალების გამოყენების ბრალდებით დაკავებული ერთერთი მისი გუნდის წევრისა და ხმის უფლების მქონე დელეგატის გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლებას ითხოვს. “ჰოლიდეი ინის” გარშემო ფეხბურთის ქართველ გუშემატკივართა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ისინი არველაძის მხრიდან კანდიდატურის მოხსნას და ფეხბურთიდან ჩამოშორებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები