კახელი მოზარდები სოლო კონცერტით, პირველი დისკითა და საგასტროლო ტურნით ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ

19-26 ოქტომბერს, პრაღაში – ,,კავკასიის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის“ და საქველმოქმედო ფონდის ,,მრავალჟამიერი“, რომლის დამფუძნებლებიც ამირან ბუთურიშვილი და ნანა მიშელაძე არიან, ორგანიზებით და ჩეხური საფესტივალო ორგანიზაციის ,,European Festival Project“ -ის მხარდაჭერით, პირველი საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი ,,არწივები კავკასიიდან“ გაიმართება.
ფესტივალი ცნობილი ჩეხი მუსიკოსის, ლოტბარის, ქართული მუსიკის დიდი თაყვანისმცემლისა და არაერთი ქართული სიმღერის აღმდგენის, იოზეფ რატილის 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილოებას მიიღებენ: ანსამბლები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან ფესტივალში ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,გურჯაანი“ მონაწილეობს, რომელიც ევროპაში გამგზავრებდამდე, სოლო კონცერტს მშობლიურ გურჯაანში 10 ოქტომბერს ჩაატარებს, აქვე გაიმართება ასნამბლის პირველი დისკის პრეზენტაცია. პატარა გურჯაანელები ჩეხეთში 16 ოქტომბერს გაემგზავრებიან, პრაღიდან ისინი გერმანიიაში, ქალაქ ბერლინში გადაინაცვლებენ, სადაც 25 ოქტომბერს სოლო კონცერტს, ქართული დიასპორისთვის საჯარო ბიბლიოთეკის 700 კაციან დარბაზში გამართავენ, 26 ოქტომბერს კი მოზარდები საკათედრო ტაძარში ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობლებს შეასრულებენ. საბავშვო ანსამბლი ,,გურჯაანი“ 2012 წელს, ცნობილმა ლოტბარმა, ანსამბლების: ,,ერისიონი“ , ,,რუსთავი“, ,,ლაშარი“ და ,,ბასიანი“-ს ყოფილმა სოლისტმა: ილია დათუაშვილმა სალოტბარო სკოლის ბაზაზე დააარსა, იგი ხელმღვანელობს ასევე უფროსების ანსამბლ ,,გურჯაანს“ რომელიც უკვე 25 წელზე მეტია არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები