ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს – ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მებაჟე-ოფიცერი (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ მებაჟე-ოფიცერი, შ. ყ. დააკავა, – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მებაჟე-ოფიცერმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით გადმოტანაში მოქალაქისგან 1 500 ლარი ქრთამი აიღო. „საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“-ის მებაჟე-ოფიცერმა, შ. ყ. საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით გადმოტანაში დახმარებისა და სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი“,- აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

https://www.youtube.com/watch?v=mC-DU_CRuo4&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები