რუსთავში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
ქალაქ რუსთავის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. ისინი მდინარე მტკვარზე ანკესზე მობმული სახლართი ბადის გამოყენებით თევზაობდნენ. შედგენილია შესაბამისი ოქმები.