დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11:00 საათზე სასტუმრო „Holidey Inn“-ში გაიმართება.
ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ვეტერანი ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული სუპერთასის მატჩის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და არჩევნები დანიშნა.
ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის ვადა 2015 წლის 22 იანვარს ამოეწურა, თუმცა, დებულების მიხედვით, არჩევნების ჩატარება ფედერაციას 2015 წლის ბოლომდე შეეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები