პლუტონის თანამგზავრს აქტიური წარსული ჰქონდა

NASA-ს ექსპერტებმა პლუტონის თანამგზავრ ჰარონის ფოტოები შეისწავლეს, რომლითაც დაადგინეს, რომ მას საკმაოდ აქტიური წარსული ჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს საიტი იუწყება.
ფოტოები კოსმოსური აპარატის New Horizons-ის მეშვეობით არის გადაღებული. ჰარონის დიამეტრი პლუტონზე ორჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ის პლანეტის ზომასთან შედარებით მზის სისტემაში უდიდესი თანამგზავრია. აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტის თანამგზავრის ზედაპირი გლუვი და „მოსაწყენი“ იქნებოდა, თუმცა მათი ეს ვარაუდები არ გამართლდა. აღმოჩნდა, რომ ჰარონზე არსებობს მთები, კანიონები და რელიეფის სხვა ფორმები.
მეცნიერების ვარაუდით, ეს ყველაფერი მოუთითებს იმაზე, რომ ჰარონზე ე.წ. ცივი ვულკანური აქტივობაა დაფიქსირებული. New Horizons-ის გუნდის ერთ-ერთი წევრი პოლ შეიკი ვარაუდობს, რომ მრავალი წლის წინ ჰარონის შიდა ოკეანე გაიყინა და გაფართოვდა, რის შედეგად თანამგზავრის ქერქი გაირღვა და „წყლის ლავა“ ზედაპირზე ამოვიდა.
აპარატი New Horizons ამჟამად დედამიწიდან 5 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული. მისი სტარტი 2006 წლის 19 იანვარს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები