“შევქმენით კატეგორია ტოპ-ფასი, რომელიც მოიცავს პირველადი მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ა.შ.” – “აგროჰაბის” კომერციული დირექტორი

“ჩვენ შევქმენით კონკრეტული კატეგორია ტოპ-ფასი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ა.შ” – ამის შესახებ “აგროჰაბის” კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც “აგროჰაბში” განმარტეს, მომხმარებლები ამ პროდუქტებს მაღაზიებში სპეციალური წითელი ფასმაჩვენებლით ამოიცნობენ, რაც შეღავათიანი ფასის აღმნიშვნელია.

“ჩვენ შევქმენით კონკრეტული კატეგორია ტოპ-ფასი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ა.შ. ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება ტოპ-ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით.

ეს დახვდება მომხმარებელს მუდმივად, უბრალოდ პროდუქტი იქნება ცვლადი. ჩვენი საშუალო ფასდაკლება ყოველთვის არის 30%-35%-მდე, თუმცა ასეთ პროდუქტებზე შესაძლებელია, რომ გაცილებით მაღალიც იყოს”, – აცხადებს „აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი ანა გახარია.

ცნობისთვის, ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა – კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია. “კარფური”, “სპარი”, “მაგნიტი”, “კალათა”, “უნივერსამი”, “გუდვილი”, “ზღაპარი”, “ნიკორა”, “ლიბრე” და “აგროჰაბი” – კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები