„აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი – „სასურსათო კალათაზე“: ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით

“ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით”,- ამის შესახებ „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას განაცხადა.

„პროცენტი ცვლადია, თუმცა იქნება იმ საშუალო პროცენტზე გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენი საშუალო ფასდაკლება ყოველთვის არის 30-35%-მდე, თუმცა ასეთ პროდუქტებზე შესაძლებელია, რომ გაცილებით მაღალიც იყოს“, – აღნიშნა ანა გახარიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები