“ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში ერთხელ”,- ამის შესახებ „ქრონიკას“ „ლიბრეს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მომხმარებელმა რომ უფრო მარტივად მიაგნოს ქსელში მსგავს პროდუქტს, ისინი განთავსდება დამატებით ადგილებში, კალათებში და მათ განსხვავებული ფასმაჩვენებლები ექნებათ.
„ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში ერთხელ და განახლდება. მომხმარებელმა რომ უფრო მარტივად მიაგნოს ჩვენს ქსელში მსგავს პროდუქტს, ისინი განთავსდება დამატებით ადგილებში, კალათებში და მათ ექნებათ განსხვავებული ფასმაჩვენებლები“, – აღნიშნა გოცირიძემ.