„მნიშვნელოვანია, მედიას ჰქონდეს თავისუფალი სიტყვის გავრცელების საშუალება“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის მფლობელის წილების დაყადაღებას და გუშინ განვითარებულ მოვლენებს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება.
როგორც მინისტრმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მედია თავისუფალი იყოს და ჰქონდეს თავისუფალი სიტყვის გავრცელების საშუალება.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლების საკითხს.
„ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლების საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. სასამართლო დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში. ჩვენ არაერთი პრეცედენტი ვნახეთ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს თავისუფალი და ჰქონდეს თავისუფალი სიტყვის გავრცელების საშუალება“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები