პრობაციის სააგენტოში სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო შეიქმნა
პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცის მიზნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო შეიქმნა. ამ სიახლის განხორციელებაში სასწავლო ცენტრს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და 17 მარტიდან სამმართველოს ახლად მიღებული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების საბაზისო სასწავლო პროგრამით მომზადებას იწყებს. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამით მომზადებას სამმართველოს ყველა ახლად მიღებული სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი გაივლის. ღონისძიებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრება.