აშშ-ის სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება დასრულდეს შობისთვის, თუ დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება.
„თუ მსგავსი დიალოგი შედგება, დიდი შანსია, რომ კონფლიქტი დასრულდეს ბევრად ადრე, ვიდრე შობა მოვა“, – აღნიშნა სენატორმა.
ამასთან, გრემის თქმით, თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება, ტრამპი მზად არის გამოიყენოს სერიოზული ზომები როგორც ვლადიმერ პუტინის, ასევე იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კვლავ აგრძელებენ რუსეთის ენერგორესურსების შეძენას.