გიორგი კვირიკაშვილი ბარაკ ობამას გაეროს 70-ე ასამბლეაზე გამოსვლას აფასებს
პრეზიდენტ ობამას გამოსვლა იყო ძალზე მნიშვნელოვანი და მოიცავდა ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხს, რაც დღეს მსოფლიოში სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება, – ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გაეროს გენერალური ანსამბლეის დებატებზე გამოსვლა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბარაკ ობამას გამოსვლაში სწორად იყო დასმული ის პრიორიტეტი, რაც მსოფლიოს უნდა გააჩნდეს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.
„ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მის გამოსვლაში კარგად იყო დასმული ის პრირიტეტები, რაც მსოფლიოს უნდა გააჩნდეს ტეროზრიმზთან ბრძოლის საკითხში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხაზგასმული იქნა ამ პროცესში კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობა“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრი მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ესწრებოდა ბარაკ ობამას გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, 70-ე სესიის დებატებზე.