ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით რეისი გადაიდო – კომპანიაში განმარტებებს აკეთებენ

ავიაკომპანია „პეგასუსმა“ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით რეისი გადადო.
როგორც „კვირას“ ავიაკომპანიაში განუცხადეს, რეისის გადადების მიზეზი უამინდობა გახდა.
მათივე ინფორმაციით, მგზავრების გადანაწილება უახლოეს რეისებზე იგეგმება. „უამინდობა გახდა რეისის გადადების მიზეზი. სიები იქმნება და უახლოეს თარიღებზე იქნება გადაცვლილი, ასევე, მგზავრებს უახლოეს რეისებზე გადაანაწილებენ“, – განუცხადეს “კვირას” ავიაკომპანიაში. ქუთაისის აეროპორტიდან რეისი სტამბულის მიმართულებით დილის ოთხი საათისთვის უნდა შესრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე ფრენა არ განხორციელებულა. მგზავრები ავიაკომპანია „პეგასუსს“ უყურადღებობაში ადანაშაულებენ. „რამდენი საათია აქ ვდგავართ და არავინ არაფერს გვეუბნება, არავის არაფერი შემოუთავაზებია“, – განაცხადა მგზავრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები