კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში საქართველო 23 საფეხურით დაწინაურდა

მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია. კერძოდ, ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება.
კვლევის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში 2014 წელს საქართველოს მაჩვენებელი 75,5%-ს აღწევს, მაშინ, როდესაც 2012 წელს მხოლოდ 64,1% იყო. 2012 წლის შემდეგ საქართველო 23 საფეხურით დაწინაურდა და 209 ქვეყანას შორის 52-ე ადგილს იკავებს. ის წინ უსწრებს ევროპის ბევრ ქვეყანას, მათ შორის, სლოვენიას, პოლონეთს, ესპანეთს, ლიტვას, ლატვიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, მაკედონიას, მონტენეგროს, იტალიას, თურქეთს, რუმინეთს, სერბეთს, საბერძნეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ბელარუსს, ალბანეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას. კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი აფასებს საფრთხეებს, თუ რამდენად ცდილობს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ ძალაუფლების გამოყენებას და მოიცავს როგორც მაღალ, ისე დაბალ კორუფციას. მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, მთავრობებთან დაკავშირებული ათასობით ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები