უნდა შეიწყალოს თუ არა მარგველაშვილმა ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი – უსუფაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი პროცედურებში დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უნდა შეიწყალოს, თუ არა, საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია.
უსუფაშვილის თქმით, შეწყალებ არ არის გულჩვილობის აქტი, შეწყალება პრეზიდენტის მხირდან მაღალი აქტია.
“დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი პროცედურებში დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის სასიკეთოდ კონსტიტუციის ფარგლებში და იმ პრინციპიდან გამომდინარე, რასაც შეწყალების აქტი ითვალისწინებს. შეწყალება არ არის გულჩვილობის აქტი, ეს არის პრეზიდენტის მხრიდან მაღალი აქტი“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები