ფაშა მამედოვმა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთრი კანდიდატურა წარადგინა
ცნობილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორული ორგანიზაციის – კავკასიის ხალხთა კონგრესის თავმჯდომარე ფაშა მამედოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2015 წლის აზერბაიჯანის საპარლამეტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.
ის კენჭს იყრის კახის რაიონიდან, სადაც ქართველების დიდი ნაწილი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ კავკასიის ხალხთა კონგრესის საქმიანობაში მონაწილეობენ ქართული, აზერბაიჯანული, დაღესტნის და ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფაშა მამედოვის ერთ-ერთი მოადგილე კონგრესში სწორედ ქართული დიასპორის წარმომადგენელია. თავად ფაშა მამედოვი პროფესიონალი დიპლომატია, სხვადასხვა დროს მას არაერთი დიპლომატიური თანამდებობები ეკავა, იყო აზერბაიჯანის კონსული დუბაიში. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის, ამ ორი ძმური ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია და ის ამ პროცესების განმტკიცებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ქართული საზოგადოება დიდი ყურადღებით დააკვირდება ფაშა მამედოვის საარჩევნო კამპანიას და ჩვენ მას წარმატებას ვუსურვებთ.