მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 93 საკითხი განიხილეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 93 განცხადების განხილვა განხორციელდა.
სხდომას დეპუტატების გარდა, უშუალოდ განმცხადებლები, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომებზე დაახლოებით ასამდე მოქალაქის განცხადება იხილება.
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მისამართით გაჩნდა დამატებითი კითხვები, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუციელბლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება.