ნოდარ ხადური საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ახალ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ის უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს.
ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, როგორც საბიუჯეტო, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. როგორც აღინიშნა, ბანკთან გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია, რათა უახლოეს წლებში, საქართველომ უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ამჟამინდელი დირექტორი ქეით ჯულიანი, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები