დავით უსუფაშვილი: პარლამენტში მეტ პროფესიონალს ვისურვებდი

მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპუდენციის, ეკონომიკის, ფინანსების დარგებში. რადგან ჩვენი კანონშემოქმედების 80-90 პროცენტი ამ სფეროებს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს და საუბარია ისეთ თემებზე, როგორიცაა: საარჩევნო სიის ფორმირება, უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდარტურა, დავით საგანელიძის განცხადება, რომლის მიხედვიდაც, ბევრია პარლამენტში ისეთი, ვინ პარლამენტში არ უნდა იყოს.
“ერთი მხრივ, ვადაასტურებ ბ-ნი საგანელიძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტში ყველა ვერ იქნება. ამაზე საუბრობს თავად არითმეტიკაც. საქართველოში არის სამ მილიონზე მეტი მოქალაქე, პარლამენტში არის 150 ადგილი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, ვის სურს პარლამენტში დარჩენა, ვინ იმსახურებს და ვის აღარ უნდა, ამაზე სჯობდა, ბ-ნ დავითს მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლსეობის ლიდერი იყო და მაშინ შეეძლო გაერკვია ეს თემები. ახლა უფრო მარტივის მისთვის ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. მე როდესაც ამ თემაზე ვისაუბრე, შეგახსნებეთ, რომ მე ვთქვი არა ის, რომ ვინმე მეტია პარლამენტში, არამედ ვთქვი ის, რომ ვიღაცა ნაკლებია პარლამენტში. მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპუდენციის, ეკონომიკის, ფინანსების დარგებში. რადგან ჩვენი კანონშემოქმედების 80-90 პროცენტი ამ სფეროებს უკავშირდება. არც ერთი უნივერსიტეტი, არც ქართული და არც უცხოური, არ იძლება დიპლომს, სადაც წერია პარლამენტარი. ამიტომ მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვინ რას აკეთებდა პარლამენტში შემოსვლამდე, არამედ ის, რომ პარლამენტში მოსვლის მერე ვინ რას ვაკეთებთ. თუ ვიყავი მწერალი, პარლამენტში შემოსვლამდე და მაგიდა სავსე მქონდა სალიტერატურო გამოცემებით, მინიმუმ მაგიდის ნახევარი უნდა გავათავისუფლო და დავდო კანონპროექტები, რეგულაციები, კონსტიტუცია და ჩავერთო საპარლამენტო საქმიანობაში. ბოლო 25 წლის განმავობაში, ტუ არ ვცდები, 1219-მა ადამიანმა შეიძინა პარლამენტარის სტატუსი. 1200 ადამიანი ვერ იქნება ყველასთვის ერთნაირად სასურველი, მისაღები, საამაყო და ა.შ. ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და არა ჩვენი. “, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო სიაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა და რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძე ჯერ კიდევ უმრავლესობის ლიდერია.
“საარჩევნო სიაზე მუშაობა არ მიმდინარობს, ამისთვის ძალიან ადრეა, მაგრამ ნელ-ნელა ეს დროც მოდის, რა თქმა უნდა. ამასობაში, საარჩევნო ციებ-ცხელება რომ დაწყებულია უკვე ქვეყანაში, ამაზე მიუთითებს ძალიან ბევრი რამ. ბევრი ემზადება ამისთვის, მაგრამ კოალიციაში ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერის თემას, მოგახსენებთ, რომ უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, მას ჰქვია დავით საგანელიძე. მისი უფლებამოსილება, როგორც პარლამენტის წევრის, ჯერ არ არის შეწყვეტილი. მისი შემცვლელის ვინაობის გარკვევა კი, ამ კვირის ბოლოს, იმ კვირის დასაწყისში მოხდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები