„საარჩევნო კოდექსში მოთხოვნილი ცვლილების შეტანა დროში ვეღარ მოესწრება“

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძის ვარაუდით, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კოდექსში მოთხოვნილი ცვლილების შეტანა დროში ვეღარ მოესწრება. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის აუცილებელია, საკითხი ორ სესიაზე იქნას განხილული.
„მე მგონია, რომ პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, საბოლოო ჯამში, შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, რადგან ხელმოწერების შეგროვება ფორმალური მხარეა, რომლითაც პარტიები შეეცდებიან საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ, მაგრამ ამას თავის დროის რეგლამენტი გააჩნია. თუ ამ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა ვერ ასახა ამ 200 000 ხელმოწერის შედეგად მიღებული მოთხოვნები და ამის საკანონმდებლო განხილვა არ დაიწყო, მაშინ მთლიანად პროცესი ვარდება. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, ორ სესიაზე უნდა იქნას განხილული. ძალიან ცუდია, რომ ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანი არ აღმოჩნდა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები